“ძმები ლუმიერების “სინემატოგრაფი“, როგორც ტექნიკური საოცრება“ _ ამ თემაზე დისკუსია ტექნოლოგიურ მუზეუმში გაიმართა. სამუზეუმო საათის ფორმატში თავდაპირველად ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც კინოს ისტორიას შეეხებოდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი კინო-ვიქტორინას დაეთმო, მოსწავლეებმა იმსჯელეს თანამედროვე კინოს შესახებ. ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმი თემატური შეხვედრები სამომავლოდაც იგეგმება.