გასაუბრება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთან

08 დეკემბერი 2022, 14:01 410 ნახვა

იურდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არამოსამართლე კანდიდატთა ნაწილის მოსმენა დაიწყო. დღეს 5 მათგანს დაუსვამენ კითხვებს დეპუტატები.

ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მოსმენებში ერთვება და კითხვები ძირითადად სასამართლო რეფორმისა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების შესახებ ექნება.

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ არამოსამართლე წევრების არჩევა კვალიფიკაციის მიხედვით მოხდება.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველს ზურაბ აზნაურაშვილს მოუსმინეს. დეპუტატების კითხვები ძირითადად სასამართლო სისტემის გაჯანსაღებას ეხებოდა. თავად კანდიდატის ხედვით, მთავარი პრიორიტეტი ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი