საარჩევნო რეფორმის განხილვა პარლამენტში მეორე მოსმენით იწყება. კანონპროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კენჭს უყრიან.
პროცესში ჩართვას ამჯერად ოპოზიციის ის ნაწილიც გეგმავს, რომელიც სამუშაო ჯგუფებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებდა.
ცნობილია, რომ ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნის გათვალისწინებით, პროექტის თავდაპირველ ვერსიაში რამდენიმე ცვლილება შედის.