უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. ერთ-ერთი ოლქი დნეპროპეტროვსკია. გასულ ღამით, რუსებმა ამ ოლქს 8 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს და რვავე უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. უკრაინის კიდევ ერთი ოლქი, სადაც წუხელ რუსმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენეს, ზაპოროჟიეა. დრონებით და რაკეტებით შეტევის შედეგად ორ სოფელში დაინგრა 3 სახლი და 18 დაზიანდა, დაშავდა 3 ადამიანი, მათ შორის 15 წლის გოგო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოლქში 6 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ღამის განმავლობაში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული კიევის, მიკოლაივის, ხარკოვის, ოდესის, პოლტავასა და კიროვოგრადის ოლქებშიც.