საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული, ასევე სამომავლო ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები, საინვესტიციო პოლიტიკა, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით პარტნიორობის განმტკიცება - ამ თემებზე ისაუბრეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ და საბერძნეთის ელჩმა ბათუმში გამართულ შეხვედრაზე.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარია თეოდორუმ შეხვედრისას ბათუმის საერთაშორისო ტურისტული და კულტურული მიმართულებით მიღწეულ აღიარებებს გაუსვა ხაზი.
წელს საქართველო და საბერძნეთი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღნიშნავენ.