სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა.
„ვიყავი შესული ბატონ მიხეილ სააკაშვილთან საგამოძიებო ნიმუშის აღების მიზნით. ჩვენ შევთავაზეთ მას ნიმუშის აღება, თუმცა, უარი განაცხადა მან დღეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე იმ მიზეზით, რომ მისი განმარტებით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო არ სურდა ნიმუშის აღება. მას საბოლოოდ ნიმუშის აღებაზე უარი არ უთქვამს, ამიტომ მომდევნო დღეებში ჩატარდება“,- აღნიშნა ვასილ კაკაშვილმა.