დონეცკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ძლიერ ხანძარს ებრძვიან

07 დეკემბერი 2022, 10:53 496 ნახვა

დონეცკის ცენტრში მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ, რომელიც ქალაქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის დროს  გაჩნდა. ქალაქის პრორუსი მერის ალექსანდრე კულემზინის თქმით,  დონეცკის სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმამ ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა.

ტელეგრამ-არხზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონეცკის ცენტრში რამდენიმე სამიზნე დაიბომბა, რაკეტები მოხვდა საცხოვრებელ სახლებს, დახურულ ბაზარს, სავაჭრო ცენტრს, ახალგაზრდულ ცენტრს, მართლმადიდებლურ ტაძარს და სხვა ობიექტებს.

დაღუპულთა შორის  თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი მარია პიროგოვაა - იუწყება ადგილობრივი მედია.

რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის  ხელისუფლება უკრაინულ ძალებს დონეცკის  სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმაში ადანაშაულებს. უკრაინული მხარე უარყოფს, რომ მისი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი