ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას დღეს იწყებენ

07 დეკემბერი 2022, 10:12 407 ნახვა

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ძალოსნობაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. გიორგი ასანიძის შეგირდები ფიცარნაგზე გამოსვლას დღეს დაიწყებენ და პირველი მედლისთვის 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე იბრძოლებს. ის გამოსვლას თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყებს.

სულ საქართველოს ნაკრების ღირსებას 10 ძალოსანი დაიცავს და მათ შორის ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. ბერდელიძისა და ტალახაძის გარდა საქართელოს ნაკრებს კოლუმბიაში წარმოადგენენ: შოთა მიშველიძე, გურამ გიორბელიძე, კახი ასანიძე, რევაზ დავითაძე, ირაკლი გობეჯიშვილი, გიორგი ჩხეიძე და ზაზა ლომთაძე.

აქვე გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულებისთვის ბრძოლა იწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი