როგორც მოსალოდნელი იყო, რომან დოლიძე UFC-ის განახლებულ რეიტინგში მნიშვნელოვნად დაწინაურდა და საშუალო წონაში მე-8 პოზიციაზე გადავიდა. დოლიძემ ბოლო ბრძოლაში ნორვეგიელი ჯეკ ჰერმანსონი მეორე რაუნდში დაანოკაუტა და მე-20 პოზიციიდან სარეიტინგო ცხრილში მერვე ადგილზე აინაცვლა.
ქართველი მებრძოლის წინ რეიტინგში UFC-ის ვარსკვლავები არიან; შონ სტირკლენდი და პაულო კოსტა. მე-5 პოზიციაზე დერეკ ბრანსონი გახლავთ, რომელთანაც ჯეკ ჰერმანსონს უნდა ეჩხუბა.
ახლა არის შანსი, რომ 38 წლის ამერიკელს არა ნორვეგიელი, არამედ დოლიძე დაუპირისპირდეს და მისი დამარცხების შემთხვევაში რომანი ტიტულზე ბრძოლის პრეტენდენტი გახდება.