დღეს ბათუმი ფეხბურთში საქართველოს თასის ფინალს უმასპინძლებს

07 დეკემბერი 2022, 10:11 252 ნახვა

დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და უკვე მესამე ლიგაში გადასული თბილისის „ლოკომოტივი 2“ დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალში „ტორპედომ“ თბილისის „დინამოს“ 2:0 მოუგო.

მეორე შეხვედრა კი „ლოკომოტივი 2“-სა და „საბურთალოს“ შორის უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტების სერიაში კი „ლოკომოტივის“ ფეხბურთელებმა 7:6 გაიმარჯვეს.

ისტორიაში პირველად მოხდა, რომ მეოთხე ლიგის გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა. მატჩი „აჭარაბეთ არენაზე“ 19:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი