ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გუშინ კიდევ ორი მეოთხედფინალური წყვილის ვინაობა გაირკვა. პირველ შეხვედრაში იაპონიის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ხორვატებმა გაიმარჯვეს. მათმა მეკარემ ოთხიდან სამი პენალტი მოიგერია და საკუთარი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა, სადაც მისი მეტოქე ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტი ბრაზილიის ნაკრები იქნება, რომელმაც სამხრეთ კორეის ეროვნული გუნდი 4:1 დაამარცხა. დღეს მეოთხედფინალის ბოლო წყვილის ვინაობა გაირკვევა. პორტუგალია შვეიცარიას ეთამაშება, ესპანეთი კი მაროკოს. დღევანდელი მატჩები 19:00 და 23:00 საათზე დაიწყება