ბათუმელმა ფრენბურთელებმა საქართველოს ჩემპიონატის პირველი ტური მოიგეს

06 დეკემბერი 2022, 10:17 260 ნახვა

დასრულდა საქართველოს 2022-2023 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის პირველი ტური ფრენბურთში, რომელშიც „ბათუმმა“  სამიდან სამივე შეხვედრა მოიგო და ტური პირველ ადგილზე დაასრულა.

პირველ ტურში ბათუმელმა ფრენბურთელებმა „ქუთაისი“ 3:0 დაამარცხა, ამავე ანგარიშით მოუგო სამტრედიის გუნდსაც. ტურის ბოლო შეხვედრაში „ბათუმი“ საქართველოს მოქმედ ჩემპიონს „ცაგერს“ ეთამაშა და 3:1 სძლია.

ამ დროისთვის „ბათუმი“ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში