ბათუმში ლიტერატურული კონკურსი „ლექსების გამოფენა“ მიმდინარეობს. წელს კონკურსი მეცამეტედ გაიმართა. ორგანიზატორების თქმით კონკურსში მონაწილეობათა რაოდენობა გაიზარდა.
კონკურსი ორ ნომინაციაშია, პოეზიასა და პროზაში. ორივე მათგანში 250-250-მა მსურველმა მიიღო მონაწილეობა. პროზის კონკურსში „ასი სიტყვა“ უკვე დასრულდა.
კონკურსში გაიმარჯვა თამთა რეხვიაშვილმა. პოეზიაში გამარჯვებულს კი ჟიური დღეს გამოავლენს.