ბოლო დღეების განმავლობაში პელეს ჯანმრთელობის მდგომარეობა განხილვის თემა გახდა. 3 გზის მსოფლიო ჩემპიონი სან-პაულოში მდებარე აინშტაინის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ლეგენდარული ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო, თუმცა ექიმების დროული ჩარევის შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დაამშვიდა ადამიანები, რომლებიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღელავდნენ.
პელე წერს, რომ მკურნალობის კურსს მიჰყვება და მესიჯები, რომელსაც გულშემატკივრებისგან იღებს, ენერგიით ავსებს.