დღეს ეროვნული ლიგის ჩემპიონი გაირკვევა

03 დეკემბერი 2022, 11:24 584 ნახვა

დღეს საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო 36-ე ტურის მატჩები გაიმართება.
ჩემპიონობისთვის მებრძოლი "დინამო" ბათუმი და "დინამო" თბილისი წლის ბოლო შეხვედრას გამართავენ და ტიტულის მფლობელსაც გაარკვევენ.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს 77 ქულით "დინამო" თბილისი ლიდერობს, ბათუმელებს კი 1 ქულით ნაკლები აქვს.

"დინამო" ბათუმი საკუთარ მოედანზე ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს , ხოლო დედაქალაქელები ასევე საშინაო შეხვედრაში "გაგრას" ეთამაშებიან.

ორივე მატჩი პარალელურ რეჟიმში 13:30 საათზე დაიწყება.
დღეს ბათუმის სტადიონზე დასწრება გულშემატკივარებისთვის უფასო იქნება. იმ შემთხვევაში თუ შავიზღვისპირელები მოიგებენ და "დინამო" თბილისის მოგებას ვერ შეძლებს, ტიტული ზედიზედ მეორედ ბათუმელებს დარჩებათ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში