,,საარჩევნო პროცესის კვლევა მომავალი რეფორმისთვის" - რეფორმებისა და კვლევის ჯგუფმა სოციოლოგიური კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. კვლევის ავტორების განცხადებით, მიზანი იყო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მოსაზრებების დაფიქსირება, იმ ძირითადი ხარვეზებისა და ნაკლოვანებების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, არის კანონმდებლობასა და კენჭისყრის დღის პროცესში. ასევე რამდენად შეუწყობს ხელს არსებული ხარვეზების გამოსწორებას ე.წ. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების ჩატარება. მონაცემები შეგროვდა საქართველოს მასშტაბით 2022 წლის 10 ოქტომბრიდან - 30 ოქტომბრის ჩათვლით, პირისპირი ინტერვიუს საშუალებით, კითხვარის გამოყენებით და ცდომილება 3%-5-ია.