ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა. შეხვედრის მონაწილეებმა 2021-2022 წლებში აღნიშნული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული აქტივობები განიხილეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში უწყების მიერ აღკვეთილი იქნა რადიაქტიური ნივთიერებებისადმი უკანონო მოპყრობის 2 ფაქტი და პასუხისგებაში მიეცა 5 პირი.