რუსებმა ძალებმა ღამით ქალაქი ზაპოროჟიე დაბომბეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობას ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას უკრანული მედია ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანზე, ანატოლი კურტევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისივე ცნობით, თავდასხმის შედეგად ინფრასტრუქტურული ობიექტის შენობა იწვის. სახლებში კი აფეთქების ტალღის შედეგად მინებია ჩამსხვრეული.
ამ დროისთვის დანგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.