შესაძლებელია, ინფექციის გავრცელების ზრდა თებერვალში იყოს - თამარ გაბუნია

01 დეკემბერი 2022, 14:11 428 ნახვა

გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სეზონურ ვირუსებზე, მათ შორის, გრიპზე საუბრისას განაცხადა.

"გარკვეული სტაბილიზაცია ჩანს. სეზონურად გრიპის მიმდინარეობას ახასიათებს გარკვეული ტალღურობა. შესაძლებელია, თებერვალში იყოს ინფექციის გავრცელების ზრდა. ჯერ ამაზე საუბარი ადრეა. მიმდინარე ეტაპზე, კიდევ უფრო მეტი გავრცელება აღარ უნდა იყოს, ნოემბრის ბოლო კვირა და მიმდინარე პერიოდი სტაბილიზაციით ხასიათდება“, - აღნიშნავს გაბუნია.

მისივე განმარტებით,  გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით 170 ათასზე მეტი ადამიანია აცრილი.

როგორც ის განმარტავს, რისკჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო აცრა კვლავ უფასოა, ამიტომ მოუწოდებს მათ, რომ აიცრან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი