გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინული ერის გენოციდად აღიარა

01 დეკემბერი 2022, 10:05 892 ნახვა

გერმანიის პარლამენტმა გოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. რეზოლუციას მხარი მმართველი კოალიციის სამმა პარტიამ და "ქრისტიან-დემოკრატებმა" დაუჭირეს, მემარცხენეებმა და პარტია "ალტერნატივამ გერმანიისთვის" ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს.

„შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის არქონის შედეგი, ეს იყო იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობა. ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და დღევანდელი პოზიციიდან ცხადია, მისი, როგორც გენოციდის ისტორიულ-პოლიტიკური კლასიფიკაცია. უკვე 1931/1932 წლის ზამთრისთვის ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა შიმშილისგან სოფლებში. მიუხედავად ამისა, გრძელდებოდა მოსავლის ძალადობრივი რეკვიზიცია. შიმშილი გამოიყენებოდა, როგორც დამატებითი სასჯელი, სათანადო მოცულობით შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, მოითხოვდნენ და კონფისკაცია დამატებით ეხებოდა მარცვლეულსა და სხვა პროდუქტებს. დაზარალებული რაიონები შემოსაზღვრული იყო, რომ მოშიმშილეები ქალაქიდან არ გაქცეულიყვნენ, საკვები კი რეგიონებში არ მიეწოდებინათ“, - ნათქვამია მიღებულ რეზოლუციაში.

ჰოლოდომორი - ანუ უკრაინაში 1932-1933 წლების მასობრივი შიმშილობა, უკრაინელი გლეხებისგან სურსათის სრულმა კონფისკაციამ გამოიწვია. ამ მიზეზით გამოწვეულ შიმშილს სულ ცოტა 5 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ჰოლოდომორს გენოციდად მსოფლიოს 20-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო აღიარებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი