რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მძიმე არტილერიით მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ ერთი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელეს. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში ხარკოვის ოლქის დასახლებაზე მიიტანეს.