სოფელ ყინჩაურში ახალი ბაგა-ბაღი შენდება

30 ნოემბერი 2022, 19:39 1222 ნახვა

ხულოში  სოფელ ყინჩაურში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. 30  აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი დაწესებულება  მომავალ წელს გაიხსნება. ბაგა-ბაღი ყინჩაურის, ძმაგულის, ჭერისა და გურძაულის  აღსაზრდელებს მოემსახურება.  ამ დროისთვის  სააღმზრდელო პროცესი  სოციალური სახლის პირველ სართულზეა განთავსებული, რომელშიც შესაბამისი პირობები არ არის. ამიტომ თვითმმართველობამ  შენობის ახლით ჩანაცვლება გადაწყვიტა. თანამედროვე სტანდარტების  ბაგა-ბაღისთვის მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი