სააკაშვილის ჯანმრთელობის და საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი

30 ნოემბერი 2022, 11:00 494 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნის შუამდგომლობით ადვოკატები სასამართლოს, სავარაუდოდ, დღეს მიმართავენ.    მანამდე კი ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელები აფასებენ პროცესებს.  იუსტიციის მინისტრის  პოზიციას პროვოკაციულს  უწოდებს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

რომან გოცირიძეს მიაჩნია,  რომ რატი ბრეგაძემ განცხადება ექიმებთან კონსულტაციების გარეშე მიიღო.   მმართველ  გუნდში კი  აცხადებენ,   რომ პაციენტმა სააკაშვილმა სამედიცინო პერსონალს უნდა დაუჯეროს და თუ საჭირო იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცხოელმა სპეციალისტებმაც შეამოწმონ. 

რაც შეეხება რატი ბრეგაძის განცხადებას, მინისტრმა თქვა რომ  კანონის მიხედვით, ოჯახმა სასამართლოს ექსპერტის დასკვნის საფუძველზე უნდა მიმართოს და შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტოს გადაუვადდეს მიხეილ სააკაშვილს სასჯელი, თუ გათავისუფლდეს მისგან. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი