ფრონტის ხაზზე ვითარება ისევ რთულია, რადგან რუსული ძალები დონბასის რეგიონსა და ხარკოვში წინსვლას ცდილობენ -ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვისას განაცხადა.
”სიტუაცია ფრონტზე რთულია. ძალიან დიდი დანაკარგების მიუხედავად, ოკუპანტები ისევ ცდილობენ დონეცკის რეგიონში წინ წაწევას, ლუგანსკის ოლქში გამაგრებას, ხარკოვის რეგიონში გადაადგილებას, რაღაცას გეგმავენ სამხრეთში - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლუგანსკის და დონეცკის ოლქები უკრაინის აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის შემადგენლობაში შედიან, სადაც თვეების განმავლობაში რუსულ და უკრაინულ ძალებს შორის მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.