ხულოს მუნიციპალიტეტის 2023 წლის სასტარტო ბიუჯეტი 21 მილიონ 370 000 ლარი იქნება. ახალ ბიუჯეტში პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურა, სკოლამდელი განათლება, სოციალური სფერო და ახალგაზრდული მიმართულება რჩება. მომავალ წელს დაემატება ახალი პროგრამები. მათ შორის მარტოხელა მშობლების 100 ლარიანი ყოველთვიური დახმარების პროგრამა. თვითმმართველობა წელს კიდევ ერთ ახალ პროგრამას შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თერაპიას დააფინანსებს. მერიამ წარმომადგენლობით ორგანოს მთავარი ფინანსური დოკუმენტი უკვე გადაუგზავნა.