21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის "შახტართან" 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
უკრაინული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, რომ კონტაქტი ძალაში 2023 წლის 1 იანრვიდან შევა, სწორედ ახალი წლის შემდეგ შეუერთდება გიორგი უკრაინულ გრანდს.
გოჩოლეიშვილი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია. მარჯვენა მცველმა მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ფეხბურთელი საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია და ცოტა ხნის წინ დიდ ეროვნულ ნაკრებშიც ჰქონდა დებიუტი.
"შახტარს" თებერვალში ევროპა ლიგის ფლეი ოფი ელოდება, სადაც ფრანგულ "რენს" დაუპირისპირდება.