მომდევნო დღეებში შავი ზღვის სანაპირო რაიონებში ძლიერი ქარია მოსალოდნელი

29 ნოემბერი 2022, 17:08 590 ნახვა

30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი