ბელგიისა და მაროკოს საფეხბურთო მატჩს ბრიუსელში არეულობა და მასობრივი დაკავება მოჰყვა

28 ნოემბერი 2022, 11:50 570 ნახვა

მაროკოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბელგია 2:0 დაამარცხა, რასაც ბრიუსელის ქუჩებში არეულობა მოჰყვა. პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა.

მაროკოელმა გულშემატკივრებმა ბელგიის დედაქალაქის ქუჩებში ჩაამსხვრიეს მაღაზიის ვიტრინები და მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს. პოლიციას საპასუხოდ ცრემლსადენი გაზის და წყლის ჭავლის გამოყენება მოუწია.

„მტკიცედ ვგმობ დღევანდელ ინციდენტს. პოლიციამ ყველა საშუალება გამოიყენა წესრიგის შესანარჩუნებლად. გავეცი ბრძანება, რომ პოლიციამ ადმინისტრაციული დაკავება გააგრძელოს შეტაკებებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ“, - განაცხადა ბრიუსელის მერმა.

არეულობის დროს ბრიუსელის მერიას საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება მოუწია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში