ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდა, რომ სახალხო დამცველობის არჩევასთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებს გააგრძელებს. მხარეები ომბუდსმენობის კანდიდატებთან დაკავშირებით საერთო პრინციპებზე უკვე შეთანხმდნენ. ასევე იმსჯელეს რომელ კანდიდატს აქვს თანამდებობის დაკავების თეორიული შანსი და რომელს არა.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახალხო დამცველობის არჩევასთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებს უნდობლობას უცხადებს.
ნინო ლომჯარიას კი ვადის ამოწურვამდე 12 დღე რჩება. მომავალი სახალხო დამცველის არჩევის საკითხი ევროკომიისის ერთ- ერთი რეკომენდაციაა.