ქალების მკვლელობის 10-ზე მეტი და მკვლელობის მცდელობის 20-ზე მეტი ფაქტი - ასეთია 2022 წლის არასრული სტატისტიკა. დღეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს უფლებადამცველი ორგანიზაციები, სოციალური მოძრაობები, რეკრეაციული, კულტურული და შემოქმედებითი სივრცეები, ღამის კლუბები და მუსიკალური ფესტივალები ქალების სხეულებრივი ავტონომიის და უსაფრთხოების დასაცავად ერთიანდებიან. მხოლოდ ბოლო ათ დღეში ბავშვებზე სექსუალური დანაშაულის 4 შემთხვევა გამოვლინდა, ორი დღის წინ კი 12 წლის ბავშვმა შვილი გააჩინა. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონები ვერ უზრუნველყოფს ვერც ქალებისა და ვერც ბავშვების უფლებების დაცვას.