მორიგი საპროტესტო აქცია გონიოში

25 ნოემბერი 2022, 17:26 731 ნახვა

გონიოს მოსახლეობამ დღეს მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მორიგი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, მიწა გონიოს მოსახლეობის ნაწილს დაუკანონეს, ნაწილს ჯერ კიდევ არა. ვისაც დაუკანონეს, მათ ნაკვეთებზე მშენებლობის უფლებას არ აძლევენ. გონიოში მცხოვრებმა მოსახლეობამ  აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა მოითხოვეს და ბათუმი-სარფის გზატკეცილის გადაკეტვაც სცადეს. აქციის მონაწილეებს ბათუმის მერიიდან დაუკავშირდნენ და ხუთკაციან ჯგუფთან შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც თავდაპირველად უარი განაცხადეს. საბოლოდ კი შეთანხმდნენ, რომ   მერიაში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემაზე იმუშავებს. პარალელურად იქმნება განაშენიანების გენგეგმა, რომლის ფარგლებშიც გადაწყდება თუ რა სახის შენობების აგება შეიძლება გონიოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი