მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნის რეპუტაციისთვის და ჩვენი ღირსებისთვის - ასეთია სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რომელსაც დღეს ექს-პრეზიდენტის ადვოკატმა და მკურნალმა ექიმებმა წერილით მიმართეს, რომ ზურაბიშვილმა მისი წინამორბედის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში დააყენოს.