მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი უნდა შეწყდეს - შოლცი

24 ნოემბერი 2022, 11:08 428 ნახვა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გმობს. გერმანიის კანცლერის თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გამიზნული  თავდასხმები არის მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორი და იგი უნდა შეწყდეს.

შოლცმა განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომელიც  უკრაინაში რუსეთის ომით არის გამოწვეული, გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოება   ამ ზამთრისთვის გარანტირებულია. ამისთვის  გერმანიის მთავრობამ გაბედული ნაბიჯები გადადგა და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით  ენერგომატარებლების დაზოგვით მოსახლეობაც და ბიზნესიც ეხმარება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი