93 წლის ასაკში მსახიობი თამარ სხირტლაძე გარდაიცვალა

23 ნოემბერი 2022, 22:38 845 ნახვა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე. 

თამარ სხირტლაძე 1929 წლის 2 მაისს ლაგოდეხში დაიბადა. 1949 დაამთავრა თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია. შემდგომში კი, გახდა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი.

 

თამარ სხირტლაძეს მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ სპექტაკლებსა და ფილმებში, როგორებიცაა: „კაცია-ადამიანი?!“, „მოძღვარი“, „მეფე ლირი“, „ადამიანთა სევდა“, „ფესვები“, „ლუკას სახარება“ და „ნუცას სკოლა“.

 

2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი