ვარდების რევოლუცია ევროპის მოედანზე გაიხსენეს

23 ნოემბერი 2022, 19:30 930 ნახვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია გაიმართა დღეს ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორები სამოქალაქო აქტივისტები იყვნენ. მათი თქმით, 23 ნოემბერი, გიორგობის დღესასწაული სიმბოლური თარიღია. 19 წლის  წინ სწორედ ამ დღეს  მოხდა ვარდების რევოლუცია, რომელიც, როგორც ამბობენ, სწორედ  მიხეილ სააკაშვილის სახელს უკავშირდება, რომელმაც მათი განმარტებით,  საქართველო რუსეთის გავლენებისგან გაათავისუფლა.  ახლა კი როგორც ამბობენ, ის არის რუსულ ტყვეობაში. დღეს  ევროპის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები ნაციონალური მოძრაობის და სხვა პარტიის წევრებს, ასევე მთავრობის წარმომადგენლებსაც ელოდებოდნენ. მათი თქმით, ვარდების  რევოლუციამ 2003 წელს   ბევრი ადამიანი გააერთიანა და ეს მათი მონაპოვარია. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი