არჩევნები ენმ-ში

23 ნოემბერი 2022, 14:32 627 ნახვა

''ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარეობის კანდიდატმა გიორგი მუმლაძემ  5 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა თანაპარტიელებთან ერთად წარადგინა. განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, პარტია აქტიურად დაიწყებს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების კანპანიასა და საპროტესტო აქციებსაც.

ამბობს, რომ მიზანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურად გააქტიურებაა. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებთან  დაკავშირებით აზრი ოპოზიციურ პარტიებს შორისაც განსხვავებულია. 

''სტრატეგია აღმაშენებლის'' მხარდაჭერის მოპოვებას ის კანდიდატი შეძლებს, რომელიც  ოპოზიციური ერთობის ინიციატორი იქნება, პარტია ''გირჩისთვის'' კი პრიორიტეტული კვლავ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობაა, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მათ შორის ჯანსაღი კომუნიკაცია ვერ დამყარდა, ამბობენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის დაშლის მხარდამჭერები იქნებიან.   

''ქართულ ოცნებაში'' კი მიაჩნიათ, რომ შიდა პარტიული არჩევნები  ფინანსებისა და ძალაუფლების გადანაწილებას ემსახურება.  

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში