მედიკამენტების პროგრამა ქედაში

21 ნოემბერი 2022, 19:31 989 ნახვა

სოციალურად დაუცველებს, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ვეტერანებს ქედის მერია მედიკამენტების ვაუჩერს გადასცემს.  მიზნობრივი პროგრამისთვის 330 000 ლარი იყო გათვალისწინებული, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე ბიუჯეტი კიდევ გაიზარდა. ქედაში მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ  მედიკამენტები საკმაოდ ძვირია და პროგრამის გარეშე მათი შეძენა შეუძლებელი იქნებოდა. მედიკამენტების სიძვირეს სახელმწიფო კიდევ ერთი საშუალებით ებრძვის. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების ზღვარს ადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტების გაყიდვა დაუშვებელი იქნება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი