ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარი წლის ბოლომდე დაიგება, ხოლო პროექტი 2023 წელს დასრულდება - ქარსელაძე

21 ნოემბერი 2022, 17:37 1153 ნახვა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განაცხადებით, ხულო-ზარზმის მონაკვეთზე გზის საფარი წლის ბოლომდე დაიგება, პროექტი კი, როგორც გათვალისწინებული იყო 2023 წელს დასრულდება.

მისივე განმარტებით, ამავე ტერიტორიაზე მეწყრულ ზონების რაოდენობა დაახლოებით 11-ია, რომელზეც მუშაობა მიმდინარეობს.

"ამ ეტაპზე ხულო-ზარზმის პროექტთან დაკავშირებით საფარის დაგება დაწყებულია. კერძოდ, 4 კილომეტრზე მეტი უკვე არის ზარზმის მხრიდან მოწყობილი და იქ სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება ხულოს მხრიდან, მომდევნო კვირაში უკვე აქაც საფარი დაიგება. დაახლოებით 7-8 კილომეტრიან მონაკვეთზეა საუბარი, რომელიც გეგმაზომიერად ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს. ამავდროულად, ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს მეწყრების სახით. დაახლოებით 11 მეწყერია. რა თქმა უნდა, ამას ცალკე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება, ვინაიდან ძალიან პრობლემური მონაკვეთებია. შესაბამისად, ვმუშაობთ როგორც გზის განვითარების მიმართულებით, ასევე, მეწყრული პროექტების დამუშავებაზე“,-განაცხადა ქარსელაძემ.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი