გასულ დღე-ღამეში უკრაინა 400-ჯერ დაიბომბა - ზელენსკი

21 ნოემბერი 2022, 10:59 375 ნახვა

9 თვეზე მეტია უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რუსი ოკუპანტები უკრაინის პოზიციებს საარტილერიო ცეცხლს უხსნიან.  გუშინ უკრაინის მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილში  თითქმის 400-მდე საარტილერიო  იერიში განხორციელდა - განცხადება  უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას გააკეთა. 

რუსეთმა მიმდინარე თვეში  თავისი შეიარაღებული ძალები   სამხრეთ ქალაქ ხერსონიდან გაიყვანა და ნაწილი  პოზიციების გასამაგრებლად აღმოსავლეთ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში გადაისროლა.

ზელენსკის თქმით, ყველაზე სასტიკი ბრძოლები ახლაც  დონეცკის რეგიონში მიმდინარეობს. აცხადებს, რომ  უკრაინული ძალები ლუგანსკის რეგიონში  წინ მიიწევენ და მტრის სამხედრო  პოტენციალს  თანმიმდევრულად ანადგურებენ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი