უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან განხორციელებული დაბომბვა ცეცხლთან თამაშია - ამის შესახებ გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო აცხადებს. სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის თქმით, მთავარ ატომურ ელექტროსადგურთან აფეთქებები მიუღებელია და იგი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.
შაბათ-კვირას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ათზე მეტჯერ დაბომბეს. რაფაელ გროსის განცხადებით, აფეთქებებმა დააზიანა შენობები და აღჭურვილობა, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული. დღეს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობას შეაფასებს.
კიევი და მოსკოვი აფეთქებებში ერთმანეთს ადანაშაულებენ.