თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიის ჩრდილოეთში

21 ნოემბერი 2022, 10:20 337 ნახვა

31 ადამიანი დაიღუპა სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგად. დაღუპულთა შორის არიან სირიის არმიის ჯარისკაცები, ქურთი მებრძოლები და ერთი ჟურნალისტი. თურქეთის შეიარაღებული ძალების მთავარი  სამიზნე ქალაქი კობანი იყო.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა  25 ავიაიერიში  მიიტანეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სამხედრო  ოპერაციის ფარგლებში ქურთისტანის რეგიონში 89 სამიზნე დაიბომბა.

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოპერაციის ფარგლებში, მთავარი სამიზნე ქურთული სამხედრო დაჯგუფებებია, რომლებიც სტამბოლის ტერაქტის უკან დგანან. თავის მხრივ ქურთები სტამბოლის აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში