კალიფორნიის შტატის ქალაქებში დევისსა და სან-ფრანცისკოში, ქართული ღვინის ფორუმი გაიმართა. რიგით მეხუთე ფორუმის სამდღიანი პროგრამა მოიცავდა „საფერავის ფესტივალს“, ქართული ღვინის დეგუსტაციას და კონფერენციას, რომელიც ქალაქ დევისის რობერტ მონდავის ინსტიტუტში გაიმართა, მეცნიერების, ეკონომისტების და ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით.
კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია, ქართული ღვინის მარკეტინკული პოტენციალი აშშ-ის ბაზარზე, ქართული ღვინის ექსპორტის გაზრდის სტრატეგიის საკვანძო ელემენტები და სხვა საკითხები.