გზავნილები მადრიდიდან

20 ნოემბერი 2022, 15:06 602 ნახვა

მადრიდში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მე-3 დღეს  მუშაობას კომიტეტები აგრძელებენ. მომზადებულია 15-მდე ანგარიში, რომლის განხილვაც დახურულ კარს მიღმა მოხდება. რეზოლუციაში ნახსენებია  საქართველოც, კერძოდ კი რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ამასთან მადრიდში მიმდინარე სამიტზე ქართული დელეგაციაა წარმოდგენილი. დელეგაციის წევრები ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწეს ხავიერ კოლომინას შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრეს. 

რუმინეთის, თურქეთისა და ესტონეთის დელეგაციამ, საქართველოს, ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, მხარდაჭერა გამოუცხადეს.

როგორც დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, მათაც გრძელი და რთული გზა ჰქონდათ ნატო-ში გაწევრიანებამდე, მაგრამ მათივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მათთვის ალიანსის წევრობა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში