მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს მთავრობის კანცელარიასთან. შეკრებილები ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას სამკურნალოდ საზღვარგარეთ ითხოვენ.
ტერიტორიაზე აქციაზე იმყოფებიან ოჯახის წევრები, მედიკოსები, მისი მხარდამჭერები და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის უფრო და უფრო მძიმდება, ამიტომ საჭიროა დაუყოვნებლივ მისი გადაყვანა საზღვარგარეთ.