დამსახურებული მწვრთნელების ალექსანდრე ცინცაძისა და გიორგი კალანდაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა ცურვაში. შეჯიბრებებში სხვადასხვა რეგიონის 12 გუნდი, სულ 147 სპორტსმენი მონაწილეობდა.
ასპარეზობა 2008-2011 წლებში დაბადებულ ვაჟთა და გოგონათა შორის გაიმართა, სხვადასხვა სტილსა და დისტანციაზე. აჭარის ნაკრები ტურნირზე 37 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.
ორდღიანმა შეჯიბრებამ გამარჯვებულები და პრიზიორები გამოავლინა, რომლებიც მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.