ქართველი კიკბოქსიორი დავით ქირია საფრანგეთის ქალაქ მარსელში გამართული "NUIT DES CHAMPIONS"-ის საჩემპიონო ქამარის მფლობელია.
ქირიამ ფრანგი მიკაელ პინიოლო მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
"Palais des Spots"-მა უმასპინძლა.
"ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეულად წარვდექი ამ ტურნირზე და ვასახელე ჩემი ქვეყანა. თქვენ კი ყველას, სათითაოდ გიხდით მადლობას" - განაცხადა ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა მებრძოლმა.
დავით ქირია კიკბოქსინგში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია.