დღეს ყველზე დიდი საფეხბურთო მოვლენა მსოფლიოს ჩემპიონატი იწყება.
კატარი მსოფლიოს ჩემპიონატს 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს და ტურნირში 32 ქვეყნის ნაკრები იასპარეზებს.
გახსნით შეხვედრაში სწორედ მასპინძელი კატარის ნაკრები ითამაშებს, რომელიც ეკვადორს დაუპირისპირდება, მატჩს იტალიელი არბიტრი დანიელე ორსატო განსჯის.
ეს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე არის ჩანიშნული. მატჩის დაწყებამდე კი მსოფლიოს ჩემპონატის გახსნის ცერემონია გაიმართება.
პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.