პრეზიდენტმა "Web Summit"-ის გამარჯვებული, "Theneo"-ს დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

18 ნოემბერი 2022, 15:31 688 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაზე "Web Summit"-ის გამარჯვებული, ქართული სტარტაპის დამფუძნებელი ანა რობაქიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

"მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე დაფუძნებული წარმატებული ბიზნესპროექტის შექმნისათვის, საზღვარგარეთ ქართული სტარტაპების ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის ღირსების მედლით დაჯილდოვდა ანა რობაქიძე, კომპანია "Theneo"-ს დამფუძნებელი“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი