გიორგი მიქაუტაძემ "მეცთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

18 ნოემბერი 2022, 09:21 612 ნახვა

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაცია მეცის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, გიორგი გუნდში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება. ქართველი ფეხბურთელი "მეცში“ 2017 წლიდან თამაშობს, მთავარ გუნდში კი დებიუტი 2019 წელს "ნიცასთან“ დაპირისპირებაში ჰქონდა. ამის შემდეგ ის ორი სეზონი ბელგიურ "სერენში" გაანათხოვრეს, სადაც 57 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

მიმდინარე სეზონში კი 22 წლის ქართველმა თავდასხმელმა "მეცის" მაისურით ლიგა 2-ში 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 8 გოლითა და  5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, მიქაუტაძემ 13-ჯერ ითამაშა და მის ანგარიშზე 2 გატანილი გოლია.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში