ბიზნესმენი იციკ მოშე თავისი ლიკვიდაციის მცდელობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ საქმიანობას უკავშირებს

16 ნოემბერი 2022, 16:04 473 ნახვა

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი იციკ მოშე თავისი ლიკვიდაციის მცდელობას მისი ორგანიზაციის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ​ საქმიანობას უკავშირებს.

მოშე აცხადებს, რომ ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის დაგეგმვის შესახებ, გუშინ, მას შემდეგ შეიტყო, რაც ინფორმაცია პრესაში გავრცელდა.

„პირველი ინფორმაცია მე გავიგე გუშინ საღამოს, შუადღისას უკვე დაიწერა ქართულ პრესაში, რომ ლაპარაკი არის ისრაელის მოქალაქეზე, ასევე დაიწერა ისრაელის პრესაში, მაგრამ ველოდებოდი საღამოს, რომ სახელი დაიწერებოდა, რადგან შეიძლება, სხვაზეც ყოფილიყო საუბარი. ისრაელის პრესა მარწმუნებდა, რომ ალბათ თქვენზე არის საუბარიო. პირველი ზარი მივიღეთ ისრაელის პრეზიდენტისგან, რომ ის მხარს გვიჭერს და თქვა, გავუფრთხილდეთ თავს. ამის შემდეგ იყო ზარები მეგობრობის ჯგუფებიდან საქართველოდან და ისრაელის ქნესეთიდან. უამრავი მხარდაჭერა იყო, ვინაიდან, ჩვენ არ ვმუშაობთ მხოლოდ საქართველოში, ვმუშაობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ეს არის დაკავშირება მეგობარ ქვეყნებთან, ეს არის პირველი ჩვენი ისრაელის სახლის შინაარსი და მეორე არის ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. წინა კვირას ჩავატარეთ იერუსალიმში გლობალური ფორუმი ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, სადაც მონაწილეობდა 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის საქართველოდანაც იყო დელეგაცია. წარვადგინეთ მეთოდი, როგორ შეიძლება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა იციკ მოშემ.

ისრაელის სახლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რაიმე საეჭვო თვალთვალი არ შეუმჩნევია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი